ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით „ჯენოას“ უმასპინძლა და მის დასამარცხებლად 120 წუთი დასჭირდა.
არადა, „იუვემ“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო. ლამაზი ფეხბურთით 23 წუთში ორი გოლი გაიტანა და თითქოს ადვილად უნდა მოეგო. ანგარიში მეორე წუთზე ჯორჯო კიელინის პასით დეიან კულუშევსკიმ გახსნა, ხოლო შემდეგ შვედმა შესანიშნავი პასით ალვარო მორატას გაატანინა. გენულებმა 5 წუთში შეამცირეს სხვაობა.
მეორე ტაიმში „იუვენტუსი“ აღარ აქტიურობდა, რისთვისაც დაისაჯა. 74-ე წუთზე ფილიპო მელეგონიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და გაათანაბრა. ამან „იუვეს“ ძალების დაზოგვის შესაძლებლობა არ მისცა და დამატებითი დრო დაინიშნა.
იქ მატჩის გმირი ჰამზა რაფია გახდა. ტუნისელი ფეხბურთელი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. ის 23-წლამდე გუნდში თამაშობს და აფრიკელმა დებიუტი გოლით აღნიშნა.
„იუვენტუსმა“ 3:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე „სასუოლო“ – „სპალის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩი კი 17 იანვარს, „ინტერთან“ აქვს.
„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 3:2 დ.დ (2:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (3-4-2-1): დრაგუსინი, დემირალი (დანილო 64), კიელინი (ბონუჩი 64); ვესლი (რონალდუ 88), ბენტანკური (რაბიო 46), არტური, ბერნარდესკი; კულუშევსკი, პორტანოვა (რაფია 77); მორატა
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ჯენოა“ (3-5-2): პალეარი; დუმბრავანუ (მალესი 97), ბანი, გოლდანიგა; ჩიბორა (ებუნგე 112), მელეგონი (რადოვანოვიჩი 106), როველა, ლერაგერი, გილიონე; პიაცა, სკამაკა
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი
გოლები: 1:0 კულუშევსკი (2), 2:0 მორატა (23), 2:1 ჩიბორა (28), 2:2 მელეგონი (74), 3:2 რაფია (104)
გაფრთხილება: ბენტანკური (25), ბერნარდესკი (120) – დუმბრავანუ (29), გილიონე (41), გოლდანიგა (90), ბანი (116), როველა (119)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (13) – 10 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: დანიელე ჩიფი