ტურინის „იუვენტუსი“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერზეც მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლო ფორვარდს ეძებს, მაგრამ ლუის სუარესისა და ედინ ჯეკოს ტრასფერები გაჭიანურდა.
ამიტომ, მოკლე დროიდან გამომდინარე სხვა ვარიანტებზეც მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორისაა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ოლივიე ჟირუ.
როგორც ცნობილი გახდა, „იუვენტუსი“ მზადაა ლონდონელებს 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, ფრანგს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 4.5 მილიონი ევრო ხელფასის სახით გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუს „ჩელსიმდე“ „არსენალისა“ და „მონპელიეს“ რიგებში უთამაშია.