ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „იუვენტუსი“ უნგრეთში ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით მოიგო. „იუვეს“ საკმაოდ სუსტი და გამოუცდელი მეტოქის წინააღმდეგ პრობლემა არ შექმნია და 4:1 იმარჯვა.
ანგარიში მე-7 წუთზე ალვარო მორატამ ხუან კუდრადოს პასით გახსნა. პირველ ტაიმში მეტი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ხოლო მეორე ნახევარში ესპანელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მორატას ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა შორისაა.
შემდეგ პირლომ ალვარო შეცვალა და მოედანზე პაულო დიბალა შეუშვა. არგენტინელმა მეკარის შეცდომით ორჯერ ისარგებლა. ჯერ თავად გაიტანა, მერე დუბლს ასრულებდა და ხელსაც არაფერი უშლიდა, მაგრამ ლაშა დვალმა ცარილი კარიდან ბურთის გამოტანა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და ავტოგოლი ქათველ მცველს ჩაეწერა. აქვე გეტყვით, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც
90-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი ბოლის გოლით გაქვითეს და „იუვემ“ 4:1 მოიგო, რითაც 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩი პირლოს გუნდს კვირას რომის „ლაციოსთან“ ელოდება.
„ფერენცვაროში“ – „იუვენტუსი“ 1:4 (0:1)
ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“
„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში, ბლაჟიჩი, ბოტკა (ჰეისტერი 69), დვალი; სომალია, ხარატინი, სიგერი; ზუბკოვი (უზუნი 80), ისაელი (ბოლი 74), ნგუენი (მაკი 74)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (ფრაბოტა 76), ბონუჩი, კიელინი, დანილო; რემზი (მაკკენი 53), არტური (ბენტანკური 46), რაბიო; რონალდუ, მორატა (დიბალა 68), კიეზა (ბერნარდესკი 76)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 მორატა (7), 0:2 მორატა (60), 0:3 დიბალა (73), 0:4 დვალი (81, ა.გ), 1:4 ბოლი (90)
გაფრთხილება: ბოტკა (19)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)