ტურინის „იუვენტუსი“ უეფას რეიტინგში პროგრესს აგრძელებს. მას შემდეგ, რაც „იუვემ“ „ატლეტიკოს“ გადაასწრო და მეხუთედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა, ამჯერად, მეორე მადრიდული გრანდიც უკან მოიტანა.
„იუვენტუსმა“ „რეალს“ გადაასწრო და უეფას ოფიციალურ რეიტინგში მესამე ადგილზეა. უფრო წინ მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ უეფას რეიტინგი ევროტურნირების ყოველი ტურის შემდეგ ნახლდება. „ბებერი სინიორა“ დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად მეხუთე ადგილზე იყო, ბოლო პერიოდში კი ორი პოზიციით დაწინაურდა.