ტურინის „იუვენტუსმა“ კრისტიან რომერო კიდევ ერთხელ გაანათხოვრა. ამჯერად ბერგამოს „ატალანტაში“ 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
არგენტინელი „ატალანტაში“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ბერგამოელებს მისი გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ კრისტიან რომერო „ჯენოადან“ 2109 წლის ზამთარში შეიძინა, თუმცა არგენტინელს ტურინულ კლუბში ერთხელაც არ უთამაშია.