მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “რომა” დაამარცხა და გადაასწრო

“იუვემ” “რომა” დაამარცხა და გადაასწრო

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.

„იუვემ“ უკეთ პირველი ტაიმი ჩაატარა. ანგარიში სწრაფად, მე-13 წუთზე გაიხსნა. მე-13 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მეკარეს კუთხეში გაუტანა. პორტუგალიელს დუბლის შესრულება შეეძლო. ჯერ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა, ხოლო შემდეგ პაუ ლოპესმა აჯობა. „რომას“ პირველ ნახევარში სახიფათო მომენტი არ ჰქონია.

შესვენების შემდეგ „რომა“ უკვე უპირატესობას ნამდვილად ფლობდა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. აი, „იუვემ“ კი შეტევაში პრაქტიკულად ვერაფერი აჩვენა, მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო, რაც გოლითაც დასრულდა. ცვლილებაზე შესულმა ხუან კუადრადომ ასევე ცვლილებაზე შესული დეიან კულუშევსკი მოძებნა, რომლიც გამჭოლი პასი იბანიესმა საკუთარ კარში ჩაჭრა და თამაშის ბედიც გადაწყდა.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სწორედ „რომას“ გადაასწრო. მომდევნო მატჩს პირლოს გუნდი სამშაბათს იტალიის თასზე „ინტერთან“ გამართავს, ხოლო სერია A-ში შაბათს „ნაპოლის“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი (დემირალი 85), კიელინი, ალექს სანდრო (დე ლიხტი 85); კიეზა (ბერნარდესკი 82), არტური, რაბიო, მაკკენი (კუადრადო 65); მორატა (კულუშევსკი 65), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„რომა“ (3-4-2-1): პაუ ლოპესი; მანჩინი, იბანიესი, კუმბულა; კარსდორპი (ბრუნო პერესი 76), ვილარი (დიავარა 62), ვერეტუ, სპინაცოლა; კრისტანტე (პერესი 62), მხითარიანი; მაიორალი (ჯეკო 62)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 1:0 რონალდუ (13), 2:0 იბანიესი (70, ა.გ)

გაფრთხილება: არტური (37), რონალდუ (62) – მანჩინი (35), კუმბულა (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (3) – 14 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …