ტურინის „იუვენტუსმა“ როგორც მოსალოდნელი იყო, 2019-2020 წლების სეზონში ფინანსური ზარალი განიცადა, რამაც საბოლოო ჯამში 71.4 მილიონი ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს 31.5 მილიონით მეტია, ვიდრე წინა სეზონში მიღებული ზარალი (39.9 მილიონი ევრო).
ამჯერად ცხადია, სიტუაცია კორონავირუსის პანდემიამ დაამძიმა, რომელმაც დარტყმა ყველა სექტორს მიაყენა და მათ შორის, ფეხბურთესაც. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელები ფინანსურ ზარალს 2020-2021 წლების სეზონშიც ელოდებიან.