როდესაც „ბარსელონამ“ ტურინში „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა, კატალონური კლუბის ტვიტერში ირონიული პოსტი გამოქვეყნდა.
ესპანელები წერდნენ: „მოხარული ვართ, რომ ნამდვილად ყველა დროის საუკეთესო თქვენს მოედანზე ნახეთ“. მათ რა თქმა უნდა, ლიონელ მესი იგულისხმეს და კრიშტიანუ რონალდუს „წაკბინეს“, რომელმაც მაშინ კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა.
მაშინვე „იუვემ“ უპასუხა „ბარსელონას“ და დაპირდა, რომ ნამდვილ GOAT-ს ბარსელონაში ჩაიყვანდნენ.
„იუვენტუსმა“ რონალდუსთან ერთად ითამაშა „კამპ ნოუზე“ და 3:0 მოიგო. კრიშტიანუმ ორჯერ გაიტანა. სრულფასოვანი რევანში შედგა და „იუვეს“ არც 28 ოქტომბერს გაცემული სიტყვა გაუტეხავს:
„ჩვენ სიტყვა შევასრულეთ და ის ჩამოვიყანეთ!“, – გაახსენა „იუვემ“ „ბარსელონას“ ირონიული პოსტი და შეიძლება ითქვას, მოედნის მიღმაც გამარჯვებული გამოვიდა.
We kept our word: we brought it! 📖🐐🔥 https://t.co/EMOPTzYEFx pic.twitter.com/mqr5aKA5cC
— JuventusFC (@juventusfcen) December 8, 2020