კრიშტიანუ რონალდუს შესაძლოა ზაფხულში “იუვენტუსის” დატოვება მოუწიოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, “იუვეს” სურვილია, რომ პორტუგალიელი იქამდე გაყიდოს, სანამ კონტრაქტის ვადა გაუვა, რომ მის ტრანსფერში გარკვეული თანხ მიიღოს.
რონალდუს ხელშეკრულება ძალაში 2022 წლამდეა, ამიტომ, ტურინელებისთვის მასში ფულის გამომუშავების ბოლო შანსი მომდევნო ზაფხულია. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კი ამ ეტაპზე საუბარი არ არის, რადგან რონალდუს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.
ასტრონომიული ხელფასის გადახდა კი “იუვეს” კორონავირუსის პანდემიის პირობებში ძალიან უჭირს და მძიმე ტვრითი გაუხდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რონალდუს გაყიდვა იგეგმება. დაინტერესებულ გუნდებში ჯერჯერობით მხოლოდ პსჟ სახელდება.
კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსმა” 2018 წლის ზაფხულში დაიმატა. პორტუგალიელის ანგარიშზე “იუვეში” 94 თამაში და 71 გოლია.