ტურინის „იუვენტუსი“ პროტოკოლის დაცვით ვარჯიშს მცირე ჯგუფებით და დისტანციის დაცვით აგრძელებს.
ფეხბურთელებმა სამედიცინო ტესტები გაიარეს და კორონავირუსისგან ყველა უარყოფითია.
უახლოეს დღეებში ვარჯიში უფრო დიდი ჯგუფებით განახლდება. აქვე გეტყვით, რომ დღეს საწვრთნელ პროცესს ბლეზ მატუიდი დაუბრუნდა.