ტურინის „იუვენტუსმა“ ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ისევ უფერულად ითამაშა. შეგვიძლია ეს ყველაფერი უმოტივაციობას დავაბრალოთ, მაგრამ ეს უფრო თავის მოტყუება გამოვა, ვიდრე რეალობა.
„იუვე“ სარდინიაზე „კალიარის“ ესტუმრა და 0:2 წააგო. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 2017 წლის აგვისტოს შემდეგ სერია A-ში „ბებერმა სინიორამ“ პირველად გაუშვა ორი გოლი პირველ ტაიმში…
„იუვენტუსს“ 83 ქულა აქვს და მარცხის მიუხედავად ცხადია ლიდერის პოზიციაში უკვე ვერავინ შეეცილება. მომდევნო და იტალიის ჩემპიონატში ბოლო მატჩს 1 აგვისტოს შინ „რომასთან“ გამართავს და სკუდეტოც გადაეცემა.
„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 გალიანო (8), 2:0 სიმეონე (45)
„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; კუადრადო, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური (-ეეტერსი 76), პიანიჩი (ძანიმაკია 61), მურატორე (მატუიდი 61); ბერნარდესკი, იგუაინი (ოლივიერი 86), რონალდუ