ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგიდან და ზოგადად, ევროტურნირებიდან შესაძლოა 2 წლით მოკვეთონ. სუპერლიგის პროექტის მხარდაჭერის გამო უეფა იტალიური კლუბის დასჯას სერიოზულად განიხილავს.
“იუვეს” გარდა იგივე საფრთხის წინაშე არიან “რეალი” და “ბარსელონა”. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესსამი გუნდი სუპერლიგაზე უარს არ ამბობს და უეფაც მათ დასჯას ამიტომ განიხილავს, ხოლო დანარჩენმა 9 კლუბმა სუპერლიგა უკვე დატოვეს.
ჯერჯერობით უცნობია უეფა საბოლოო გადაწყვეტლებას როდის გამოაცხადებს, მაგრამ მანამდე სამივე კლუბი თუ უკან არ დაიხევს, შესაძლოა, მომდევნო სეზონები მხოლოდ შიდა ჩემპიონატში თამაში მოუწიოთ.