ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ – „პორტუს“ მატჩს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება, ხოლო მას ერვინ ზეინსტრა და სანდერ ვან როკელი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ბას ნიჰიუსია,ხოლო VAR-ის ოთახში პოლ ვან ბოკელი და დენის ჰიგლერი იმუშავებენ.
სხვათა შორის, კუიპერსმა იმსაჯა ორი წლის წინ „იუვენტუსი“ – „ატლეტიკოს“ მატჩი, რომელიც ტურინელებმა კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით დააქამბექეს (3:0).
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „პორტუს“ მატჩი 9 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.