ტურინის „იუვენტუსი“ „პარმასთან“ მატჩს შავი სამკლავურით ითამაშებს. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, გუშინ გარდაცვლილი პიეტრო ანასტაზის ხსოვნის პატივსაცემად ფეხბურთელებსი შავ ამკლავურს გაიკეთებენ.
გარდა ამისა, თამაშიც წუთიერი დუმილით დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პიეტრო ანსტაზი „იუვენტუსში“ 1968-1976 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო. მან „იუვეში“ 303 თამაში ჩაატარა, 130 გოლი გაიტანა და სამი სკუდეტო მოიგო. პიეტრო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Ciao, Pietro. pic.twitter.com/AJrs3R0913
— JuventusFC (@juventusfc) January 18, 2020