ტურინის „იუვენტუსმა“ სამთვიანი პაუზის შემდეგ მატჩი ჩაატარა და „მილანთან“ ნულოვანი ფრით იტალიის თასის ფინალში გავიდა.
გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი შ.გ – მისი ჩარევა რეალურად საჭირო არ გამხდარა, მაგრამ ასეც კარგია. ახლა ფინალისთვის მოემზადება, თავისი ტურნირის, რადგან ამ სეზონში იტალიის თასის მეკარეა.
დანილო 6.5 – კარგი თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
კუადრადო შ.გ – მან მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.
დე ლიხტი 6.5 – შეცდომა საერთოდ არ დაუშვია. კიელინის დაბრუნების შემდეგ მისი სკამზე დასმა რთული იქნება.
ბონუჩი 6.5 – დე ლიხტთან ერთად ძალიან კარგად თამაშობდა. დაკისრებულ მისიას თავი გაართვა.
ალექს სანდრო 6.5 – ზაფხული 90 წუთით დაიწყო და დასაწყისი შესანიშნავია.
ბენტანკური 7 – საუკეთესო „იუვეში“ სტაბილურობით და ხარისხით. ის კარნახობდა პრესინგს და დარბოდა ყველა მონაკვეთში. „მეძალად“ თუ „რეჯისტად“, ორივე პოზიციაზე კარგი იყო.
პიანიჩი 5.5 – სარი ენდო, მაგრამ მან ცუდად ითამაშა. ამ ზაფხულს მისი ბარგი პრაქტიკულად მზადაა.
ხედირა 6 – დაბალი რიტმი, რაც თვალში საცემი იყო, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებია.
მატუიდი 6 – ბევრი ირბინა, გოლთან ახლოს იყო.
რაბიო 5.5 – მას კიდევ ერთი ცუდი თამაში ჰქონდა.
დიბალა 6.5 – განსხვავებული იყო თავდამსხის მთელ ფრონტზე, 90 წუთი ითამაშა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა კორონავირუსის შემდეგ.
რონალდუ 5 – პენალტი გააცუდა, მაგრამ სხვა ბევრ ეპიზოდშიც შეცდა.
დუგლას კოშტა 6.5 – ერთი საათის განმავლობაში ყველაზე აქტიური იყო. სეზონის დარჩენილ და გადატვირთულ ნაწილში შეიძლება გახდეს „იუვესთვის“ ფუნდამენტური.
ბერნარდესკი 5.5 – თამაშში ასეთი ჩართვით არაფრის მომცემი გახდება. კიდევ ერთი განიავებული შანსი.