მთავარი / სიახლეები / “იუვე” “მანჩესტერს” კარგ ხასიათზე დაუხვდება

“იუვე” “მანჩესტერს” კარგ ხასიათზე დაუხვდება

„იუვენტუსმა“ სერია A-ში 11 ტურის შემდეგ კონკურენტებთან 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მასიმილიანო ალაგერის გუნდმა მორიგი გამარჯვება საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ მოიპოვა.

შეხვედრის დაწყება გოლი ერთი იყო. 45-ე წამზე პაულო დიბალამ საჯარიმოში ფანტასტიკურად ითამაშა, ერთი მოძრაობით ორი მცველი მოატყუა და მიუხედავად იმისა, რომ დარტყმის მომენტში სარყდენი ფეხი სველი საფარის გამო დაუცდა, მაინც მოახერხა გატანა. სწრაფი გოლის შემდეგ „იუვე“ მოდუნდა და დაისაჯა კიდეც.

სარდინიელებმა მწვავედ შეუტიეს და ჟოაო პედრომ გაათანაბრა კიდეც. თუმცა, ტაბლოზე ეს ანგარიში მხოლოდ ორი წუთი შენარჩუნდა. „კალიარის“ ნახევარმცველმა ბრადარიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ტაიმი „იუვემ“ 2:1 მოიგო.

თამაშის ხარისხის კუთხით გაცილებით კარგად ჩაატარა მეორე ნახევარი „ბებერმა ქალბატონმა“. ალეგრის გუნდი დაცვაში უყურადღებოდ აღარ მოქმედებდა და შეტევაშიც უფრო მხრიარულად ირჯებოდა. რამდენიმე მწვავე მომენტის განიავების შემდეგ ტურინელებმა დამაშვიდებელი გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.

უნაკლო კონტრშეტევის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს თავად შეეძლო გოლზე თამაში, მაგრამ გაცილებით კარგ პოზიციაში მყოფ ხუან კუადრადოსთვის პასი არ დაენანა და კოლუმბიელმაც გარჯა დაუფასა – 3:1.

მატჩიც ასე დასრულდა. „იუვენტუსს“ 31 ქულა აქვს და 11 ტურის შემდეგ ეს საუკეთესო შედეგია თავის ისტორიაში. მომდევნო შეხვედრა ტურინული გრანდი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 3:1 (2:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“  (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, დე შილიო; ბენტანკური, პიანიჩი (ალექს სანდრო 70), მატუიდი (ბარძალი 83); დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა (კუადრადო 46)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„კალიარი“ (4-3-1-2): კრანიო; სრნა, პისაჩენე, ჩეპიტელი, პადოინი (საუ 80); იონიტა (ფარაგო 67), ბრადარიჩი (ჩიგარინი 56), ბარელა; კასტრო; ჟოაო პედრო, პავოლეტი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 დიბალა (1), 1:1 ჟოაო პედრო (36), 2:1 ბრადარიჩი (38, ა.გ), 3:1 კუადრადო (87)

გაფრთხილება: მატუიდი (75) – ბრადარიჩი (32), პავოლეტი (49), პისაჩენე (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები:11 (5) – 4 (3)  ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:4 თამაშარე: 3:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

შემთხვევითი სიახლე

პლატინი: “იუვენტუსში” არ დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული …

ემრე ჯანი: “კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არ დავნებდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას …