მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “მანჩესტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “მანჩესტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ სეზონში პირველად წააგო. „მანჩესტერთან“ შეხვედრის შემდეგ გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

შჩესნი 5.5 – მატას გოლში დანაშაული ნაკლებად მიუძღვის. ალექს სანდროს ავტოგოლი კი პირიქით, მის სინდისზეა. მერე რაშფორდის სეივით გამოსყიდა დანაშაული, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

დე შილიო 6 – სანამ ის მოედანზე იყო, „იუვეს“ გოლი არ გაუშვია.

ბარძალი 5.5 – 83-ე წუთიდან ითამაშა და საკამოდ ცუდად.

ბონუჩი 6.5 – რონალდუს სუფთა გადაცემა გაუკეთეა. დაცვაში კარგო იყო, თუმცა ბოლოს არ გაუმართლა.

კიელინი 6 – ერთ-ერთზე გაუვალი იყო. ლინგარდისთვის შანსი არ მიუცია.

ალექს სანდრო 5.5 – ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა. ავტოგოლი? არასწორ მომენტში არასწორ ადგილზე მოხვდა, თუმცა ეს მისი ბრალი არ ყოფილა.

კუადრადო 6 – საჯარიმომდე კარგი იყო. ყველა რეალური მომენტი გაანიავა.

მანჯუკიჩი შ.გ – მან მხოლოდ 2 წუთი ითამაშა.

პიანიჩი 6 – სწრაფად თამაშობდა, 80 წუთის განმავლობაში სახიფათო იყო.

ხედირა 6.5 – პოგბა თითქმის გაანეიტრალა. გოლის გატანაც შეეძლო, ძელს მოხვდა.

ბენტანკური 6 – უსაფრთხოდ თამაშობდა. მისი პროგრესი კი თვალსაჩინოა და გრძელდება.

დიბალა 7 – არ გაუმართლა, ულამაზეს გოლთან იყო ახლოს. თუმცა, ეს არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ კარგი თამაში ჩაატარა.

რონალდუ 7.5 – ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა. ჰაერიდან, ერთი შეხებით, მოძრაობაში. ეს იყო ევროგოლი.

შემთხვევითი სიახლე

პარატიჩი ლისაბონში ორ ფეხბურთელს დააკვირდება

ტურინის „იუვენტუსის“ სპოტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაფრინდა. ბუნებრივია, დასასვენებლად არა – სამუშაოდ. …