ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „ლეჩე“ 4:0 გაანადგურა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი შ.გ – განსაკუთრებული სამუშაოს შესრულება არ დასჭირვებია.
კუადრადო 6 – დაცვაში საქმე არ ჰქონია, მაგრამ შემტევადაც პრაქტიკულად არცერთ მომენტში არ გადაქცეულა, როდესაც ეს საჭირო იყო.
დე ლიხტი 7 – ეჭვგარეშეა, რომ გიგანტია. გოლიც გაიტანა.
ბონუჩი 6.5 – უხელმძღვანელა დაცვას, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ შეინახა კარი მშრალად.
მატუიდი 6 – მისთვის უჩვეულო პოზიციაზე საკმაოდ კარგად ითამაშა, შეტევაშიც კარგად ერთვებოდა.
ბენტანკური 6.5 – ლუჩიონის გაძევება აბსოლუტურად მისი დამსახურებაა, ერთ-ერთი იუვენტინო, რომელიც როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად კარგადაა.
რემზი 6 – მალე დაბრუნდება ძირითად შემადგენლობა, მაგრამ ჯერ მაინც შებოჭილია.
პიანიჩი 5.5 – აშკარაა, რომ სატრანსფერო საგა მასზე მოქმედებს და როდესაც ეს ამბავი დასრულდება, ალბათ უფრო დამშვიდდება. თუ მანამდე ყველა ბურთი მისგან ნაწილდებოდა, ახლა თანაგუნდელები ხშირად მის გარეშე არიგებდნენ პასებს. შეფასება ისევ დაბალი რჩება, მიუხედავად ანგარიშისა.
რაბიო 5.5 – იზრდება, მაგრამ არასაკმარისია სარის დასარწმუნებლად და 52-ე წუთზე შეცვალა.
დუგლას კოშტა 6.5 – მოედანზე გამოჩნდა და თამაშის რიტმი შეიცვალა.
ბერნარდესკი 5.5 – რონალდუს კარგი პასი მისცა და ისიც ცდილობდა „მაკრატელა“ გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა, შემდეგ იმავე რონალდუს იდეალური პასით ორი მეტრიდან საოცარი მომენტი გაანიავა.
მურატორე შ.გ – ახალგაზრდა ფეხბურთელს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა.
დიბალა 7 – ყველაზე ნაკლებად ცუდი პირველ ტაიმშიც. მეორე ტაიმის დასაწყისში კი საოცარი გოლი გაიტანა, ყველაზე ლამაზი თამაშში.
იგუაინი 6.5 – არგენტინელი გოლით დაბრუნდა.
რონალდუ 7 – პირველ ტაიმში საოცარი მომენტი ვერ გამოიყენა და შემდეგაც ბევრი მომენტი გააფუჭა. თუმცა შახოვის შეცდომით ისარგებლა და დიბალას საგოლე პასი გაუკეთა, მერე პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გაიტანა და ბოლოს იგუაინსაც გაატანინა.