ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში რომის „ლაციო“ ადრიენ რაბიოს გოლით და ალვარო მორატას დუბლით 3:1 დაამარცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – გოლის დროს იმ მხარეს წავიდა, სადაც კორეას სურდა, შემდეგ ხშირად არაზუსტ „ლაციოს“ უნდა უმადლოდეს.
კუადრადო 6 – ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, ფუნდამენტურია, მაგრამ ცოტა დრო დასჭირდა, რომ თამაშში ჩართულიყო. შემდეგ დროის გასვლასთან ერთად გაიზარდა.
არტური 6 – მოულოდნელად დაბრუნდა, შესანიშნავი ამბავია.
დემირალი 5.5 – კორეას გოლის დროს ალბათ, ცოტა მეტის გაკეთება შეეძლო, ზოგადად დუელებს არგენტინელი ყოველთვის უგებდა.
ალექს სანდრო 6.5 – ისევ ცენტრალური მცველი, ისევ კაპიტანი, მაგრამ საბოლოოდ იმობილე გააკონტროლა, შესაბამისად, ეს ცუდი არ არის. კარგი თამაში ჰქონდა.
ბერნარდესკი 6 – მარცხენა მცველი. რამდენად შეეძლო, კარგად ითამაშა, კიეზასაც ზურგს უმაგრებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ხარიხამ გადაარჩინა, რადგან მილინკოვიჩ-სავიჩი თამაშგარეში მის გამო არ იყო.
დანილო 6.5 – ნახევარდაცვაში მისი ყოფნა სიურპრიზი იყო. ცუდად არ უთამაშია, მეორე ტაიმში დაცვის ფლანგზე დაბრუნდა და ყველასთვის ასე უმჯობესი იყო.
რაბიო 7 – მის გოლში „იუვეს“ მთელი სიბრაზე იგრძნობოდა, მაგრამ ასევე პოტენციალის ფოტოგრაფია, რომელიც მას გააჩნია.
კულუშევსკი 5 – კორეას საგოლე პასი მან გაუკეთა, ამჯერად მარჯვენა ფლანგზე თამაში დაიწყო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.
რემზი 5.5 – თავიდან ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ მესამე გოლზე პენალტი გამოიმუშავა.
მაკკენი 6 – ამჯერად მან დაისვენა და თამაშში კარგად ჩაერთო.
კიეზა 7.5 – მარცხენა ფლანგზე იგივე არ არის, როგორც მარჯვნით,მაგრამ უტევდა სივრცეებში, როგორც ყოველთვის.
ბონუჩი შ.გ – ვიცე-კაპიტანი დაბრუნდა და 10 წუთი ითამაშა.
მორატა 7.5 – შეტევაში თავიდან მარტო დაიწყო. რაბიოს ლამაზი პასი გაუკეთა. რონალდუს გარეშე როდესაც თამაშობს, თითქმის ყოველთვის იტანს. კონტრშეტევა ბრწყინვალე სტილში დაასრულა და პენალტიც იდეალურად დაარტყა,
რონალდუ 6 – მას დასვენება სჭირდებოდა და გუნდმა არ დააღალატა. „პორტუსთან“ მისი ჯერია.
პირლო 7 – „იუვემ“ ცუდად დაიწყო, ძალიან ცუდად. ამჯერად რეაგირებს, ისე, როგორც აქამდე არასდროს. ამ გამარჯვებაში მისი წვლილი ნამდვილად დიდია.