მთავარი / სიახლეები / “იუვე” კინის შენარჩუნებას აპირებს

“იუვე” კინის შენარჩუნებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მოიზე კინთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ ნიჭიერ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოეს პერიოდში აპირებს, ხოლო იანვარში მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გაანათხოვრებს.

ფეხბურთელის ძმა ამბობს, რომ კინი დიდი ალბათობით იჯარით უცხოეთში გადაბარგდება. მიზეზი კი, „იუვენტუსში“ უთამაშებლობაა.

წყაროს ცნობით, დღეს, „იუვეს“ წარმომადგენლები კინის აგენტ მინო რაიოლას შეხვდნენ და ახალ კონტრაქტზე ისაუბრეს. მოქმედი ხელშეკრულება იტალიელს კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ბენატია ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“ მეჰდი ბენატია გამოაკლდა. „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩისთვის ემზადება და …