ტურინის „იუვენტუსი“ თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს და ედინსონ კავანის ვარიანტს მიუბრუნდა. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს.
მას შემდეგ, რაც ედინ ჯეკოს ტრანსფერი „რომამ“ შეაფერხა და მის გაყიდვაზე უარს ამბობს, ხოლო ლუის სუარესი ჯერ „ბარსელონადან“ ვერ გათავისუფლდა, ამავდროულად მას ამ დროისთვის ევროკავშირის პასპორტი არ აქვს, კავანის დამატების იდეა დღის წესრიგში დაბრუნდა.
იტალიური მედიის ცნობით, ურუგვაელთან ბოლო საათებში კონტაქტი კვლავ გააქტიურდა და „იუვენტუსი“ ცდილობს გაიგოს სურს თუ არა კავანის ტურინში გადასვლა. ცოტა ხნის წინ იისც ითქვა, რომ ედინსონმა „იუვეს“ უარი „ნაპოლიში“ გატარებული წარსულის გამო უთხრა.
კავანი თავისუფალი აგენტია, სამხრეთ ამერიკული მედია „მატადორს“ უკანასკნელ ხანს „გრემიოს“ უკავშირებს, მაგრამ შესაძლოა „იუვენტუსის“ მტკიცე ინტერესზე კავანი იტალიაში დააბრუნოს.