ტურინის „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი, რომელიც გადაიდო, კვირას, 8 მარტს გაიმართება.
შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებს არ შეეძლებათ.
აქვე გეტყვით, რომ წინა ტურში გადადებული დანარჩენი ხუთი მატჩიც უახლოეს უიქ-ენდზე უმაყურებლოდ ჩატარდება.