ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ 0:0 ითამაშა და ორი მატჩს ჯამში მეტოქეს 2:1 აჯობა, შესაბამისად, ფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 6 – ბურთის ფლობის დროს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში კარის ხაზზე შეცდომა არ დაუშვია.
დანილო 7 – უფრო მშვიდი იყო, ვიდრე ალექს სანდრო. ის ხშირად ცენტრალურ ნახევარმცველებს ეხმარებოდა, მეორე ტაიმში დაცვას ხელმძღვანელობდა. პრაქტიკულად მოედანზე მწვრთნელი იყო.
დემირალი 7 – გლადიატორი, ძველმოდური სტოპერი. ბიჭი, რომელმაც იცის თამაში, მაშინ, როდესაც საქმე რთულდება.
დე ლიხტი 6.5 – დაცვით ფაზაში გიგანტი, ბურთით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ლუკაკუ გაანეიტრალა და შესაბამისად, მისია შესრულებულია.
ალექს სანდრო 6 – ზედიზედ მესამე თამაში. თითქმის 1 საათი ჰაკიმისთან პრობლემები ჰქონდა, შემდეგ მოახერხა მისი განეიტრალება და გაიზარდა.
კუადრადო 5.5 – ჩვეულებრივზე მეტად დაბნეული იყო.
კიელინი შ.გ – ჯორჯომ ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.
ბენტანკური 5 – ბევრი შეცდომა დაუშვა, როგორც წვრილმანი, ისე სერიოზული. ბოლო 30 მეტრის მონაკეთში კი ის კარში არასდროს ურტაყმს.
რაბიო 6.5 – ბენტანკურზე უკეთესი. კვირაში სამი თამაში ჩაატარა და ყველა შემთხვევაში კარგად გამოიყურებოდა.
ბერნარდესკი 5.5 – შეეძლო შანსი გამოეყენებინა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოსაწყენად ითამაშა.
მაკკენი 6 – გუნდს დაეხმარა ბოლო წუთებში ბრძოლაში. რონალდუს პირისპირ ჰანდანოვიჩის რომ ეჯობნა, საგოლე პასსაც გააკეთებდა.
კულუშევსკი 5.5 – ყოველთვის რაღაც აკლია, მაგრამ ის არ თამაშობს თავის პოზიციაზე. დისტანციაზე თამაშში უკეთესი იყო, მაგრამ ეს არ გახლდათ საკმარისი.
კიეზა შ.გ – ფედერიკომ დაისვენა და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.
რონალდუ 6 – პირველ ტაიმში ორი-სამი ეპიზოდი შეიქმნა დასარტყმელად, მაგრამ „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა დაუბლოკეს. მეორე ტაიმში ჰანდანოვიჩმა ორი საოცარი სეივი განახორციელა. მთლიანობაში შექებას იმსახურებს იმ დამოკიდებულებისთვის, რომ არაფერი დაუთმია და შეტევაში მხოლოდ ის ცდილობდა გამწვავებას.