ტურინის „იუვენტუსი“ სამი ხედირასა და გონსალო იგუაინს კონტრაქტებს გაუწყვიტავს. ორივე მოთამაშე ანდრეა პირლოს გეგმებს მიღმაა და ეს გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული.
იგუაინსა და ხედირას ხელშეკრულება 2021 წელს უსრულდებათ, მაგრამ მისი შეწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტები გახდებიან. კლუბი კი ამით 14 მილიონ ევროს დაზოგავს.
გასულ სეზონში ხედირამ 18 თამაშში 1 საგოლე პასი მიითვალა, იგუაინმა კი 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.