მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “იანგ ბოიზი”: ფეხბურთელთა შეფასებები
“იუვე” – “იანგ ბოიზი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “იანგ ბოიზი”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და „იანგ ბოიზი“ პრობლემების გარეშე დაამარცხა – 3:0.

გთავაზობთ მატჩის შემდეგ ფეხბურთელების შეფასებებს. ამჯერად, Calciomercato-ს ვერსიით:

ვოიცეხ შჩესნი შ.გ – ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო, 50-ე შეხვედრა მაყურებლის რანგში ადვილი გამარჯვებით აღნიშნა.

ანდრეა ბარძალი 7 – კაპიტნის რანგში შესანიშნავი თამაშით დაბრუნდა, პრობლემების გარეშე.

ლეონარდო ბონუჩი 7 – თამაში თავიდანვე მისი დიდებული საგოლე გადაცემით დაიწყო და მერე დაცვაშიც შეუცდომელი იყო.

მეჰდი ბენატია 7 – როტაციის წყალობით სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ მეტოქისთვის სივრცეები არ მიუცია.

ხუან კუადრადო 7 – მხოლოდ ასეთი თამაშით თუ მოახერხებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებას.

ბლეზ მატუიდი 7 – კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გუნდისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა. სწორედ მისი დარტყმის შედეგად გავიდა მეორე გოლი. შესვენებაზე ალეგრიმ შეცვალა და დასვენების საშუალება მისცა.

ემრე ჯანი 6 – ყველაზე დაბალი შეფასება მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშში მაშინ ჩაერთო, როდესაც მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი გახლდათ.

მირალემ პიანიჩი 7 – ჩვეულებრივად ელეგანტური იყო.

სამი ხედირა შ.გ – ორკვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ეს ალეგრისთვის კარგია. გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მარცხენა ფეხით კარგად ვერ დაარტყა.

ფედერიკო ბერნარდესკი 7 – სამ ხაზს შორის თამაშობდა და გოლის გატანა თავიდანვე შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა. მეორე ტაიმში ჯარიმა ცუდად დაარტყა. საერთოდ, მეორე ნახევარში უკეთესი იყო და დიბალას ძელის ეპიზოდში მაგარი პასი გაუკეთა.

მარიო მანჯუკიჩი 6 – რონალდუს გარეშე ფაქტობრივად მთელი თამაში მარცხნივ გაატარა და დიბალას სივრცე გაუთავისუფლა.

მოიზე კინი შ.გ – 18 წლის კინის სეზონის დებიუტი. გოლის გატანა ძალიან სურდა, მაგრამ რამდენჯერმე სუსტად დაარტყა. ერთხელ გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარეში იყო.

პაულო დიბალა 8 – დავუძახოთ „ტრიბალა“, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ასევე ძელსაც გაარტყა. ეს სეზონის საუკეთესო თამაში იყო მისთვის და ეს მხოლოდ მისი დამსახურება და რონალდუს არყოფნა არაფერ შუაშია.

მასიმილიანო ალეგრი 7 – რონალდუს დისკვალიფიკაციის გამო დიბალა მანჯუკიჩს შეუწყვილა და დამხმარედ ბერნარდესკი მიუჩინა. როტაცია ჩინებულად განახორციელა, რაც გუნდის დიდი და ხარისხიანი კონტიგენტის დამსახურებაცაა.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …