მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “დინამო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “დინამო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კიევის „დინამო“ ფედერიკო კიეზას, კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 7 – დაცვას ხელმძღვანელობდა და როდესაც მისი საჭიროება გახდა, ბრწყინვალე იყო. ციგანკოვის ეპიზოდში კარიდან იდეალურად და თამამად გამოვიდა. დრო სწორად შეარჩია.

დემირალი 6 – უფრო მარჯვენა მცველი იყო, ვიდრე ცენტრალური მარჯვენა მცველი. შეტევაში განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ დაცვაში ეფექტური იყო.

დრაგუსინი 6 – დებიუტი პირველ გუნდში ჩემპიონთა ლიგაზე. რუმინელი ფიზიკურად და მენტალურად ძლიერია და „იუვეს“ მისი სჯერა.

ბონუჩი 6 – ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ასწორებდა.

დანილო 6 – როდესაც თამაშში ჩაერთო, თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.

დე ლიხტი 6 – პირველი ტაიმის მიწურულს წარმოუდგენელი ხვრელი გაჩნდა დაცვაში,რაშიც დე ლიხტის დანაშაულია, მაგრამ შჩესნიმ გუნდი გადაარჩინა. ეს ერთადერთი ნაკლი იყო ნიდერლანდელის თამაშში.

ალექს სანდრო 7 – მეორე თამაში ტრავმის შემდეგ, ამჯერად ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უტევდა. ხარისხიანად ითამაშა და საგოლე პასიც შეასრულა.

კიეზა 7.5 – ყველაზე დიდი სურვილი ჰქონდა. პირველი გოლი „იუვეს“ მაისურით, არგი ჯილდოა კარგი თამაშისთვის. რონალდუს გოლის შეტევაც მან დაიწყო და მორატას საგოლე პასიც გაუკეთა. ჯადოსნური ღამე.

კულუშევსკი შ.გ – მან მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ დროშიც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

ბენტანკური 6 – თავიდანვე ყვითელი ბარათი მიიღო. სეზონის ამ ნაწილში ყველაზე მეტი პრობლემა მასში ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა ცდილობს ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

მაკკენი 6 – ბევრს დარბოდა, მაგრამ ზოგჯერ პოზიციის გარეშე რჩებოდა. თუ შეცდომას უშვებდა, ხშირად პირველი თავადვე ასწორებდა.

რემზი 5.5 – პრაქტიკულად არ გვინახავს მოედანზე.

ბერნარდესკი 6 – რემზიზე მეტის გაკეთება, ძალიან ცოტას ნიშნავს.

მორატა 7 – მისი არყოფნა გუნდს ჩემპიონატში დაეტყობა. ისევ გაიტანა. კარიერაში საუკეთესო მორატა? ასე ჩანს.

რონალდუ 6.5 – პირველ ტაიმში კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ხარიხას მოხვდა ბურთი. 750-ე გოლი გაიტანა კარიერაში, სეზონში კი მეათე.

პირლო 6.5 – „იუვე“ ნერვიულობის გარეშე იმარჯვებს, ესუკვე კარგი ნაბიჯია წინ. რონალდუ აქ არის, დაცვაში ფეხბურთელები დაბრუნდნენ და გასაკვირი არ არის, რო უკეთესი იყო უკან თამაშიც და როგორც იქნა, კიეზამაც მაღალ დონეზე ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …