მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ კრიშტიანუ რონალდუსა და მირალემ პიანიჩის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 7 – დანილოს გოლის დროს უძლური იყო. სამაგიეროდ, ბოლო წუთზე საოცარი ბურთი აიღო და გუნდი ქულების დაკარგვისგან იხსნა.

კუადრადო 6 – პირველ ტაიმში სირთულეები შეექმნა, აქა-იქ შეცდომები ჰქონდა.

ბონუჩი 6.5 – ჩვეულებრივ თავდაჯერებეული იყო, როდესაც ეს გუნდს სჭირდებოდა.

დე ლიხტი 5.5 – მორიგი ცუდი მატჩი. ჰოლანდიელის პრობლემებს დასასრული არ უჩანს. თავიდან სამი შეცდომა, შემდგომ თითქოს გამოასწორა თამაში, მაგრამ ბოლოსკენ საჯარიმოში უხეშად შეცდა, რომელიც შეიძლებოდა პენალტით დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდს ყურადღება არ მიაქცია.

ალექს სანდრო 6.5 – რონალდუს გოლის დროს შეტევა მან დაიწყო. „ბოლონიას“ კონტრშეტევების დროდ კარგად მოქმედებდა.

ხედირა 6 – ამჯერად თამაში ჩააგდო, მიუხედავად ამისა, ახლოს იყო გოლთან, როდესაც შეეძლო ანგარიში 3:1 გაეხადა. მალევე შეცვალეს.

ბენტანკური 6 – თამაშში საუკეთესოდ ისიც ვერ ჩაერთო.

პიანიჩი 7.5 – ყველაზე გამორჩეული და ნათელი. ყოველთვის სწორ ადგილას და შესაბამის დროს იყო. მაგალითად, მაშინ, როდესაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაბიო 5.5 – მატუიდი ჩაანაცვლა, მაგრამ აშკარაა, რომ უფრო ბურთთან არის უკეთესი, ვიდრე სირბილის დროს. ხშირად ანელებდა „იუვეს“ შეტევებს, მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა.

მატუიდი 6 – გუნდს ბალანსი მოუტანა.

ბერნარდესკი 6.5 – ფიზიკურად და ტექნიკურად კარგი თამაში ჰქონდა. არ ყოფილა უწყვეტად, მაგრამ ეპიზოდურად შესანიშნავად ირჯებოდა. აშკარაა, რომ იზრდება.

იგუაინი 7 – თითქმის ყოველთვის კარიდან შორს იყო პირველ ტაიმში. ცდილობდა რონალდუსთვის სივრცეები შეექმნა, მეორე ნახევარში კართან უფრო ახლოს იყო და გოლის გატანის შანსიც მიეცა.

დიბალა შ.გ – არგენტინელმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.

რონალდუ 7 – ანიელიმ თამაშის წინ 700 გოლის გამო 700-ნომრიანი მაისურით დააჯილდოვა. 20 წუთის შემდეგ 701-ე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ორჯერ სკორუპსკიმ ხელი შეუშალა დუბლის შესრულებაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …