ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო და ახლოს იყო საერთოდ ისევ წაეგო, „მილანთან“ 5-წუთიანი კოშმარის შემდეგ.
ბერგამოს „ატალანტა“ შესანიშნავი ფორმაში შეხვდა „იუვესთან“ მატჩს, ზედიზედ 9 მატჩის მოგების სერიით და ტურინშიც თუ მოიგებდა, ლიდერთან სხვაობას 6 ქულამდე შემცირდებოდა. „იუვემ“ ისევ უფერული ფეხბურთი, გაურკვეველი სტილის, მაურიციო სარის დანიშვნიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ მან დღემდე ვერ მოახერხა გუნდამდე იმ იდეის მიტანა, რომელიც აქვს.
„ატალანტა“ მოგებას იმსახურებდა, უკეთ ითამაშა, დუვან ძაპატამ დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტით უპასუხა. მე-80 წუთზე სტუმრები ისევ დაწინაურდნენ, რუსლან მალინოვსკიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
„იუვე“ წაგებას ბოლოს წუთზე რონალდუმ გადაარჩინა, ისევ პენალტით. ორივე თერთმეტმეტრიანი საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დაინიშნა – 2:2.
„ბებერმა სინიორამ“ 76 ქულა დააგროვა და ვინაიდან „ლაციომ“ ისევ წააგო, უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, „ატალანტასთან“ ეს 9 ქულას შეადგენს, ხოლო „ინტერთან“ 11-ს (თამაშით მეტი აქვს „იუვეს“).
ამ თამაშიდან ალბათ ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა და ჩირო იმობილესთან ბომბარდირთა დავაში ჩამორჩენა ერთადერთი გოლია.
„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 2:2 (0:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
უმაყურებლოდ
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო (ალექს სანდრო 57); რაბიო, ბენტანკური, მატუიდი (რემზი 82); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 57), დიბალა (იგუაინი 69), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, პალომინო (კალდარა 75), ჯიმსიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი (ტამეზე 75, კასტანე; გომესი (მალინოვსკი 67); ილიჩიჩი (პაშალიჩი 58), ძაპატა (მურიელი 67)
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი
გოლები: 0:1 ძაპატა (16), 1:1 რონალდუ (55, პენ), 1:2 მალინოვსკი (80), 2:2 რონალდუ (90, პენ)
გაფრთხილება: ბერნარდესკი (10), კუადრადო (29), რაბიო (73) – პაშალიჩი (61), ჰატებური (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5 ) 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: პიერო ჯაკომელი