ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში „ატალანტასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 5.5 – გოლების დროს მცირედის გაკეთება შეეძლო, მაგრამ არ სასწაულები გაუკეთებია. ფეხით თამაშის დროსაც უჭირდა.
კუადრადო 5 – კასტანემ შეაწუხა, სწრაფად მიიღო ყვითელი ბარათი, რიც გამოც „სასუოლოსთან“ ვერ ითამაშებს. მურიელი ძალიან ხშირად ატყუებდა.
დე ლიხტი 6 – ერთადერთი, რომელიც ძაპატას შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ ის საკმარისი არ იყო.
ბონუჩი 5 – ისევ სირთულეები ჰქონდა.
დანილო 5 – როდესაც ჰატებური აჩქარდებოდა, სისტემატურად ცდებოდა, როდესაც შეტევაში მიდიოდა, თანაგუნდელებს ვერასდროს უგებდა.
ალექს სანდრო 6 – დააგვიანა მალინოვსკის გოლის დროს, მაგრამ დანილოზე უკეთ ითამაშა.
ბერნარდესკი 5 – სარისთვის ის ისევ შეუცვლელია, მაგრამ ის, რაზეც მწვრთნელი მის შესახებ საუბრობს, მოედანზე არ ჩანს.
დუგლას კოშტა 5 – ვერც ის ჩაერთო თამაშში ისე, როგორც საჭირო იყო.
რაბიო 5 – ბევრჯერ დაკარგა ბურთი და აგვიანებდა ორთაბრძოლებში.
ბენტანკური 5.5 – მარტო ცდილობდა ნახევარდაცვა გაემაგრებინა, მაგრამ ბოლოს „ატალანტას“ მეორე გოლი დიდწილად მის კისერზეა.
მატუიდი 5 – დანილოს უნდა დახმარებოდა ფლანგზე, მაგრამ ხშირად უბრალოდ გაზონზე ეცემოდა.
რემზი შ.გ – უელსელმა ძალიან ცოტა ხანი გაატარა მოედანზე.
დიბალა 6 – „მილანთან“ გუნდს დააკლდა და ეს გამოჩნდა, მაგრამ ეს თამაში რთული გამოდგა, ბურთი ბევრჯერ დაკარგა. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს ბერგამოელების პირველი გოლი მოჰყვა. შემდეგ ერთადერთი იყო, რომელიც რაღაცას ცდილობდა და დე რონს ბურთი ხელზე მისი ჩაწოდებისას მოხვდა.
იგუაინი 5.5 – თითქმის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მეორე პენალტი მან მოიპოვა.
რონალდუ 6.5 – პირველ ტაიმში საერთოდ არ ჩანდა. შესვენების შემდეგ კი თანაგუნდელებს გაუბრაზდა, რომ შეტევაში მარტო იყო. გაიტანა ორი პენალტი მნიშვნელოვან მომენტებში და ერთხელ გოლინიმ რთული ბურთი აუღო.