ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ზაფხულში მარცხენა მცველის პოზიციაზე ფეხბურთელი შეიცვალოს. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ბერგამოს „ატალანტასა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის, რობინ გოსენსის მიმართ ინტერესს იჩენს.
26 წლის განაპირა მცველი „ატალანტაში“ გამორჩეული ფიგურაა და მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო 2017 წლიდან მის ანგარიშზე 136 შეხვედრაში 25 გოლია. ბერგამოელები მას 40 მილიონ ევროდ აფასებენ.
გოსენსს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა და 4 თამაში აქვს ჩატარებული. ფეხბურთელმა „იუვეს“ ინტერეზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის საპატიოა, როდესაც ასეთი გუნდი ინტერესდება.
თუმცა, გოსენსის ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ტურინელები ალექს სანდროს გაყიდვას მოახერხებენ და მას 25 მილიონ ევროდ აფასებენ. ბრაზილიელს უკვე დიდი ხანია ჩავარდნები აქვს და ვერ ახერხებს სტაბილურად კარგად თამაშს, ამიტომაც, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელობა მზადაა წინადადებები განიხილოს. ალექს სანდრო „იუვენტუსმა“ 2015 წელს „პორტუდან“ დაიმატა და მის ანგარიშზე 220 თამაშში 11 გოლია.