ტურინის “იუვენტუსი” “მილანთან” მატჩისთვის ემზადება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.
ფედერიკო კიეზა გუნდთან ერთად ჯერ ისევ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ Sky Sport-ის ცნობით, “როსონერისთან” ის გუნდს დაუბრუნდება და ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნება. მოსალოდნელია, რომ ფედერიკო თამაშს ძირითადში ვერ დაიწყებს, მაგრამ შეცვლაზე თამაშს ალბათ მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ კიეზა მიმდინარე სეზონში “იუვეს” ნათელი წერტილია და ის 18 აპრილს, ბერგამოს “ატალანტასთან” მატჩში დაშავდა.