იტალიის თასზე ნახევარფინალებსა და ფინალში დამატებითი დრო არ დაინიშნება. იმ შემთხვევაში თუ ფრე დაფიქსირდება, გუნდები პირდაპირ პენალტების სერიას შეასრულებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან თავის ასარიდებლად და ტრავმების რისკის შესამცირებლად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს, ხოლო ფინალი 17 ივნისს გაიმართება.