მთავარი / სიახლეები / ინფორმაცია ტრავმირებულების შესახებ

ინფორმაცია ტრავმირებულების შესახებ

„იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს მეათე ტურისთვის ემზადება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დამდეგ ტურში „ემპოლის“ დაუპირისპირდება. Tuttosport-ი კი, ინფორმაციას აქვეყნებს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე.

როგორც გამოცემა იტყობინება, მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც „მანჩესტერთან“ ტერფის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, შესაძლოა მოედანს შაბათს დაუბრუნდეს. გაცილებით დიდი ხნით მოუწევს ლაზარეთში ყოფნა სამი ხედირას.

გერმანელის დაბრუნებას 3 ნოემბერს, „კალიარისთან“ ან 7 ნოემბერს, „მანჩესტერთან“ ელოდებიან.

რაც შეეხება ემრე ჯანს, ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება გერმანელი მოედანს.

შემთხვევითი სიახლე

იგუაინი: “დიბალას კარგად ვუგებ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით ეფექტური იყო მისი და პაულო დიბალას …

დუგლას კოშტა: “ნელ-ნელა ჩემი ფიზიკური კონდიცია ვითარდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ „უდინეზესთან“ გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს გამარჯვებაში დაეხმარა. ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ …