მთავარი / სიახლეები / ინფორმაცია ლაზარეთიდან

ინფორმაცია ლაზარეთიდან

„იუვენტუსს“ რამდენიმე ტრავმიებული ფეხბურთელი ჰყავს და Tuttosport-ი მათ შესახებ ცნობებს აქვეყნებს. როგორც ტურინული გამოცემა იტყობინება, „იუვეს“ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ფედერიკო ბერნარდესკი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსიასთან“ სათამაშოდ მზად იყოს. აღნიშნული მატჩი ერთ კვირაში გაიმართება და ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ ფედერიკო მანამდე, „სპალთან“ ვერ გავა მოედანზე.

სამი ხედირას თამაში კი ორივე ხსენებულ თამაშში თითქმის გამორიცხულია. გერმანელს ტერფის ტრავმა აქვს და საერთოდ, მიმდინარე სეზონში ხშირად ტრავმიანობს.

მირალემ პიანიჩს კი კუნთების პრობლემა აქვს და სანაკრებო შეკრება ვადაზე ადრე დატოვა. მიუხედვაად ამისა, ბოსნიელის დაზიანება საშიში არაა და სავარაუდოდ „სპალთან“ თამაშისთვის მზად იქნება.

შემთხვევითი სიახლე

“ბაიერნს” დუგლას კოშტას დაბრუნება უნდა

დუგლას კოშტამ შესაძლოა „იუვენტუსი“ მიმდინარე თვეში დატოვოს და კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ …

“იუვე” და “ბარსა” ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერზე მუშაობას აგრძელებენ

ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის ბარტერტზე მუშაობას აგრძელებენ. Sky Sport-ის …