მთავარი / სიახლეები / ინძაგის ჰეთ-თრიქი, დელ პიეროს შედევრი: ისტორია კიევის “დინამოსთან” [VIDEO]

ინძაგის ჰეთ-თრიქი, დელ პიეროს შედევრი: ისტორია კიევის “დინამოსთან” [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს კიევიდან ხსნის, სადაც ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს. „იუვეს“ უკრაინის დედაქალაქში ორჯერ უთამაშია და ორჯერვე მოიგო.

ორივე შემთხვევაში ტურინულ გრანდს მარჩელო ლიპი ავარჯიშებდა. 1998 წლის გაზაფხულზე „იუვენტუსი“ კიევის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდა. ტურინში პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო კიევში ფილიპო ინძაგის ბენეფისი ჰქონდა. „სუპერპიპომ“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც და თან ძალიან ლამაზი გოლი ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა, საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 4:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ იტალიური გაზეთები ასეთი სათაურებით აჭრელდა: „დაუვიწყარი ინძაგი“, „გაუმარჯოს სუპერპიპოს“, „პიპომ კიევი დაარბია“…

თამაშის შემდეგ უკრაინელთა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ თქვა:

„დინამომ“ ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ წააგო. „ბიანკონერის“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც თამაშში ცვლილებების შეტანა შეუძლიათ. სათქმელი არაფერია, ისინი ყველაზე ძლიერები არიან“.

მეორე დაპირისპირება 2002-2003 წლების სეზონში შედგა, პირველ ჯგუფურ ეტაპზე (მაშინ ჯგუფური ეტაპი ორჯერ ტარდებოდა). მეორე ტურში „დელე ალპიზე“ „იუვემ“ ძალიან ადვილად, 5:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა მე-6 ტურში კიევში შედგა. ეს თამაში ფორმალობა იყო, „დინამოს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა, ლიპის გუნდს კი პირველი ადგილი განაღდებული, ამიტომ მეტოქეს მეორე შემადგენლობით დაუპირისპირდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოიგო – 2:1. გოლები ურუგვაელმა და ჩილელმა თავდამსხმელებმა, მარსელო სალასმა და მარსელო ზალაიეტამ გაიტანეს, მანამდე კიეველბი მაქსიმ შაცკიხმა დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ორივე სეზონში, როდესაც „იუვენტუსი“ კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …