„იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ მის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. 1998 წელს, პიპომ „იუვეს“ რიგებში მადრიდის „რეალთან“ 0:1 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ თამაშამდე ტურინელები სპეციალისტების მიერ ფავორიტად იყვნენ შერაცხულები.
ინძაგის განცხადებით, წაგების მიზეზი ტრავმები იყო, რომელიც მას და ალესანდრო დელ პიეროს აწუხებდათ და დაზიანებული ფეხით ითამაშეს ფინალში.
„ფინალში გავედით, მაგრამ შეტევაში სამივე ფეხბურთელს მცირე ტრავმა გვქონდა (თვითონ, დელ პიერო და ზიდანი – რედ). დელ პიერომ თამაშს დასაწყისში კუნთი დაიჭიმა და ბოლომდე ასე ითამაშა, მეც ტრავმა მქონდა. ამ შეხვედრას საუკეთესო ფიზიკური კონდიციაში ვერცერთი შევხვდით, მათ შორის ზიდანიც. „იუვენტუსში“ თავს კარგად ვგრძნობდი, იქ ყოფნა მიყვარდა“, – თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ ფილიპო ინძაგი „იუვენტუსში“ 1997-2001 წლებში თამაშობდა და 165 თამაშში 89 გოლი გაიტანა.