„ბენევენტოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი შეაქო. როგორც მან თქვა, თამაშის შემდეგ ანიელი გასახდელში შევიდა და გამარჯვება მიულოცა – ეს ჟესტი კი ძალიან მოეწონა.
„განსაკუთრებით გამიხარდა ანდრეა ანიელის ქება. ის თამაშის შემდეგ გასახდელში შემოვიდა, როდესაც მე შხაპს ვიღებდი და დამიძახეს. სურდა მოელოცა დამომილოცა გამარჯვება. მას დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ მე მის ადგილას „ბენევენტოსთან“ წაგების შემდეგ თავს დავხრიდი და სტადიონს დაუყოვნებლივ დავტოვებდი. ის საოცრად ჯენტმლმენურად მოიქცა.
პირლო? მასთან ცოტა ხანი ვისაუბრე. ჩემი რჩევა არ სჭირდება, თუმცა ვუთხარი, რომ მშვიდად ყოფილიყო, რადგან რთული პერიოდი მეც გამოვიარე. ეს ჩვენი საქმეა, კრიტიკა უნდა მივიღოთ. თუ ხალხი ზიდანზე ლაპარაკობს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო და თუ კლოპს „ლივერპულში“ აკრიტიკებენ, მაშინ ყველაფერი კარგადაა“, – თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ ფილიპო ინძაგი „იუვენტუსში“ 1997-2001 წლებში თამაშობდა და ანდრეა ანიელისა და მის ოჯახს კარგად იცნობს.