„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა და „ინტერის“ ყოფილმა კაპიტანმა მაურო იკარდიმ სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს, ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინისა და ალვარო მორატას პოსტები მოიწონა. საქმე ეხება „ინტერთან“ გამარჯვების საზეიმოდ გამოქვეყნებულ ფოტოებს, რასაც „ინტერისტების“ მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, ხოლო იტალიური მედიისგან – ტრანსფერის სურვილის.
იკარდის „იუვეს“ აქამდეც არაერთხელ უკავშირებდნენ, მაგრამ საქმე წინ არ წასულა და ახლაც ძნელი სათქმელია, ეს რამდენად შესაძლებელია, რადგან პსჟ-სთან კონტრატქი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მეორეს მხრივ, იკარდის მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში თავისი ფოტო გამოაქვენა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა:
„დღეს ყველაფერი თეთრია და მე შავი“, – დაწერა ვანდამ და რასაკვირველია შავ-თეთრი ფერების ხსენებამ, მითუფრო „იუვე“ – „ინტერის“ მატჩის შემდეგ დიდი დისკუსია გამოიწვია.