ტურინის „იუვენტუსი“ და მაურო იკარდი როგორც ჩანს, ზაფხულში ისევ აქტუალური გახდება. არგენტინელ თავდამსხმელს პსჟ-სთან ურთიერთობა დაეძაბა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ პარიზელებმა ზაფხულში გამოისყიდონ.
ამის ფონზე კი, „იუვენტუსი“ ზაფხულში ფეხბურთელის გადაბირებას ისევ ეცდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ვანდა ნარაც ბედნიერი იქნებოდა მეუღლის იტალიაში დაბრუნებით.
იკარდის გამოსასყისი თანხა მილანის „ინტერიდან“ 70 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს „იუვეს“ გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.