გონსალო იგუაინი იტალიაში დაბრუნდა. შედეგად, „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელი ტურინშია და კლუბის განკარგულებაში იმყოფებიან.
თუმცა, ყველა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინის ბოლო დღეებშია, ხოლო იგუაინის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი დღეს დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ვარჯიში.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი დაახლოებით ორი თვე სამშობლოში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.