ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი სახლში ორი თვის გატარების შემდეგ იტალიაში ბრუნდება.
როგორც ცნობილი გახდა, „პიპიტა“ ორშაბათს ტურინში ჩაფრინდება და სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის, ხოლო შემდეგ გუნდს შეუერთდება.
ამავრდოულად, იტალიური მედია გვამცნობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იგუაინი „იუვენტუსს“ დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ძალაში 2021 წლამდეა, ფაბიო პარატიჩიმ და გონსალოს მამამაც განაცხადეს, რომ არგენტინელი ტურინში ხელშეკრულების ბოლომდე დარჩება, ეს ყველაფერს ნათელს არ ფენს.
იტალიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, მშობლიურ „რივერ პლეიტში“ დაბრუნდება.