ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა, რომელიც ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, ყოფილ გუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი წარმატებები ყოველთვის გაუხარდება.
„იუვენტუსში“ სამი წელი გავატარე და ახალი ფეხბურთელები გუნდში ყოველთვის მოდიოდნენ. ახლა მწვრთელიც ახალია და ვიმედოვნებ, რომ კარგ სეზონს ჩაატარებენ. ამ გუნდის წარმატება ყოველთვის გამიხარდება.
საუკეთესო მოგონება? ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემის“ დამარცხება ყველაზე მაღლაა, ასევე კარგად მაგონდება „რეალთან“ გამარჯვება, როდესაც 3:0 გვქონდა წაგებული და სტუმრად მთელი თამაში ვდომინირებდით, ახლოს ვიყავით მათ გაგდებასთან“, – თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინმა „იუვენტუსში“ 2016-2018 და 2019-2020 წლებში 149 თამაშში 66 გოლის გატანა მოახერხა.