ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის გონსალო იგუაინის „რივერ პლეიტში“ დაბრუნებაზე ბოლო დროს საუბარი ხშირად მიმდინარეობს.
არგენტინელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ „რივერი“ მის გულშია, მაგრამ ამჟამად „იუვენტუსზე“ ფიქრობს.
„რივერმა“ ყველაფერი მომცა: განვითარების შანსი და შემდეგ „რეალში“ გამყიდა. თუმცა, ახლა არ ვიცი რა მოხდება და ჩემი გონებით „იუვენტუსში“ ვარ“, – თქვა „პიპიტამ“.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ხოლო 2018-2019 წლების სეზონში კლუბს განათხოვრებული ჰყავდა.