მთავარი / სიახლეები / სერია A / იგუაინი: “მივხვდი, რომ “იუვე” მჭირდებოდა”

იგუაინი: “მივხვდი, რომ “იუვე” მჭირდებოდა”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „ლეჩე“ 4:0 დაამარცხა. ერთი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა, რომელიც პაუზის შემდეგ პირველად დაბრუნდა მოედანზე.

არგენტინელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას “იუვე” სჭირდება.

„ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარე, ჩემში რაღაც შეიცვალა კიდეც, რადგან მივხვდი, რომ ეს გუნდი მჭირდებოდა. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ სეზონის დასასრულებლად. ამ გუნდმა ბევრი რამ მომცა და შესაბამისად უნდა ვუპასუხო.

ცუდი პერიოდი იყო პენდემიის გამო და მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. როდესაც დავბრუნდი, რთული იყო, მაგრამ მაშინვე მზად ვიყავი გუნდის დასახმარებლად. გუნდი, მწვრთნელი, ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ჩემთან ახლოს იყვნენ.

სკუდეტო? სეზონი ჯერ კიდევ გრძელია, ამ პერიოდში ბევრი თამაშია დარჩენილი. ვიცით, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“, – თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 69 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი სამშაბათს, „ჯენოასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …