ტურინის „იუვენტუსმა“ და გონსალო იგუაინმა კონტრაქტის გაწყვეტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. არგენტინელი კარიერას ამერიკაში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, სადაც ბლეზ მატუიდი უკვე გადავიდა.
იგუაინი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ის ანდრეა პირლოს გეგებში არ ჯდება.
ამრიგად, „პიპიტას’ ტურინული ოდისეა დასრულდა, რომელმაც სამი სეზონი (2016-2018, 2019-2020), 148 თამაში და 66 გოლი დაიტია.