მთავარი / სიახლეები / იგორი ტუდორი: “იუვესთვის” ზღვარი არ არსებობს”

იგორი ტუდორი: “იუვესთვის” ზღვარი არ არსებობს”

7 წელი ადვილად დასავიწყებელი არაა და იგორ ტუდორს არც დავიწყებია. ხორვატი მცველი ყოფილი კლუბის „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ გუნდისთვის ზღვარი არ არსებობს.

იგორის აზრით, „ბებერ სინიორას“ უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგება რამდენჯერმე შეუძლია:

„იუვენტუსი“ ტოპ კლუბია, რომელიც ზედიზედ 7 წელია იტალიაში ყველაფერს გამარჯვებით ამტკიცებს. რონალდუს შეძენა კი იმის მტკიცებულებაა, რომ გუნდს ლიდერობა მსოფლიოს მასშტაბითაც სურს.

ჩემპიონთა ლიგა არაა აკვიატება, მაგრამ მიზანია. რონალდუს დატამებით „იუვემ“ დაამტიცა, რომ მისთვის არანაირი ლიმიტი არ არსებობს. ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა, მაგრამ ტურინელებს ამის მაღალი შანსი აქვთ. შესაძლოა, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ერთზე მეტი ჩემპიონთა ლიგის თასის მოიგონ“, – განუცხადა ტუდორმა Gazzetta Dello Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …