„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ლეონარდო ბონუჩით სევ დაინტერესებულია. Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი, რომელიც ლეონარდოს წლების წინ ეპატიჟებოდა და ყოველთვის მოხიბლული იყო მისი თამაშით, ახლაც აკვირდება.
ბონუჩის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ფეხით კარგად თამაში და ზუსტი პასებია, ეს კი გვარდიოლას ფილოსოფიას მიესადაგება და ამიტომაც, პეპი კარგა ხანია დაინტერესებულია.
თუმცა, „იუვენტუსისთვის“ ბონუჩი არ იყიდება. დაბრუნების შემდეგ მხარეებმა კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ 2024 წლამდე გაახანგრძლივეს, რაც ძლიერი სიგნალი იყო იმისა, რომ იტალიელი არ იყიდება.
ასე, რომ გვარდიოლას სურვილი დიდი ალბათობით, სურვილადვე დარჩება.