იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა ამბობს, უეფას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებას თხოვს. მიზანი კი, მიმდინარე სეზონის დასრულებაა, რომელიც გაურკვეველი ვადით შეწყდა.
„მთავარი პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩემპიონატი დავასრულოთ და უეფას ამისთვის ევრო 2020-ის გადადებას ვთხოვთ, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება.
სეზონის დასრულება ამჟამინდელი გეგმის მიხედვით 30 ივნისისთვის უნდა მოვახერხოთ, რადგან ეს სწორი და უფრო კორექტული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა გრავინამ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი, 3 აპრილამდე შეწყვეტილია, თუმცა დიდი ალბათობით, ამ დროს ვერ განახლდება.