ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველი პაპუ გომესი იმედოვნებს, რომ 11 ივლისს, „იუვენტუსის“ დამარცხებას მოახერხებენ.
არგენტინელმა ამის შესახებ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა:
„10 წელში არასდროს მომიგია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, იმედია, ამჯერად შესაფერისი დრო დადგა“, – თქვა პაპუმ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტას“ ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებული და „იუვეს“ უკვე მხოლოდ 9 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს ტურინში 11 ივლისს შეხვდებიან.