მთავარი / სიახლეები / ღირსეული გამარჯვება “ოლდ ტრაფორდზე”

ღირსეული გამარჯვება “ოლდ ტრაფორდზე”

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. პრაქტიკულად უკვე შეგვიძლია თქმა, რომ თებერვლამდე „ბებერი ქალბატონისთვის“ ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ გასახურებელი ტურნირი იქნება.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ოცნების თეატრში“ ჩავიდა და მანჩესტერი ფანების ოცნება დაამსხვრია. ერთადერთი გოლი გავიდა. დასაწყისშივე პაულო დიბალამ რონალდუს ფლანგური გადაცემისა და ხუან კუადრადოს ბრძოლის შედეგად ახლოდან დავიდ დე ხეა გახვრიტა. „იუვემ“ ძალიან მაგარი პირველი ტაიმი ჩაატარა, კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ დავიდ დე ხეა მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო. ესპანელმა მეორე ნახევარის სტარტზე კრიშტიანუს აუღო ძალიან მაგარი და ეს გამოდგა ტურინელთა ბოლო საგოლე მომენტი. საპასუხოდ? – „მანჩესტერი“ ვერ უტევდა, უღიმღამოდ ირჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში ტურინელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, მეტოქე ვერაფრით ხეირობდა. ერთხელ იყო შანსი, პოლ პოგბამ შორიდან დაარტყა და ძელმა იხსნა სტუმრები. ძელიდან ასხლეტილი შჩესნის თავში მოხვდა და ბედად კარში არ შევარდა. აქ გაუმართლა „იუვეს“, მაგრამ გოლის გაშვება არ დაუმსახურებია.

გამარჯვება იყო სავსებით სამართლიანი. „ბებერმა ქალბატონმა“ პრინციპული და ისტორიული მეტოქე 20 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა, ისტორიაში კი მეექვსედ.

და სატურნირო მდგომარეობა ჯგუფში? – „იუვეს“ 9 ქულა აქვს, გოლიც არ გაუშვია და უპირატესობა დიდია. „მანჩესტერს“ 4 ქულა, „ვალენსიას“ 2, „იანგ ბოიზს“ 1. ანუ, ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილია.

ახლა, ალეგრის და კომპანიას ზამთრამდე მშვიდად ყოფნა შეუძლია და შეუძლია სერია A-ზე მოახდინოს სრული კონცენტრაცია. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დამაჯერებელია.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მაყურებელი: 75 000

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-2-3-1): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; პოგბა, მატიჩი; რაშფორდი, მატა, მარსიალი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ (დუგლას კოშტა 87), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო (ბარძალი 81), რონალდუ, დიბალა (ბერნადესკი 78)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 დიბალა (17)

გაფრთხილება: იანგი (77) – მატუიდი (59), კიელინი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …